25 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
“ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ტექნიკის ნაწილი

თბილისში “ზუმერის“ მაღაზია დილის საათებში გაქურდეს. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტი ინფორმაცია ზარალის შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პეკინის 14 ნომერში მდებარე "ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს, მსგავსი შემთხვევა ერთი წლის წინაც დაფიქსირდა.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები სავარაუდოდ  არასრულწლოვნები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

“კურიერის“ გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამტებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.

დღის ამბები