18 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს თანხა თითოეულ ბრალდებულზე 25 ათას ლარს შეადგენს. პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი გამომცემლობა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან.

მზია ამაღლობელი ეჭვობს, რომ ეს საქმე მის მედიას უკავშირდება. ეს ვერსია ამაღლობელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მუხლი დამძიმდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები