იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, საკანონმდებლო ორგანოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესს ეხმაურება.
დოლიძე კვლავ კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ შერჩეული კანდიდატების უმრავლესობა, ხშირად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა.
“კანდიდატებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილებები, რომელიც ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, თამარ ალანიას მიღებული აქვს გადაწყვეტილებები და გაშვებული ჰყავს ციხეში ადამიანები, რომლებიც, მოგვიანებით მუხროვანის ამბებზე, ცნობილნი იყვნენ, როგორც პოლიტპატიმრები. დღეს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ შეიძლება დაინიშნონ ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალო ნაწილი იმ სისხლიანი სისტემის, რეპრესიული სისტემის, რომელიც ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა.“ - განაცხადა ანა დოლიძემ.