მოსამართლეებთან გასაუბრება პარლამენტში გრძელდება. დღეს, დეპუტატების კითხვებს მერაბ გაბინაშვილი პასუხობს. ის ერთ-ერთია იმ ჯგუფის წევრებს შორის, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი კლანის წევრებად განიხილავს. მერაბ გაბინაშვილმა ბოლოს საზოგადოებას თავი ნიკა მელიას საქმის განხილვით დაამახსოვრა.
„ევროპული სასამართლოს“ წევრების, გიგა ბოკერიას და ოთარ კახიძის კითხვები სწორედ ნიკა მელიას საქმეს ეხებოდა. ოთარ კახიძე გიგინაშვილს ნიკა მელიას საქმეში იმ გადაწყვეტილებას ედავებოდა, რომლის თანახმადაც დამატებითი აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუკი ძირითადი აღკვეთის ღონისძიება, ანუ გირაო გასაჩივრდებოდა.
გიგა ბოკერიამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „აბსურდი“უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება გაბინაშვილმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რადგან საქმე ნიკა მელიას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო.