09 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
5 თინეიჯერი ავსტრალიაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდა

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერაქტები აღკვეთეს.

პოლიციამ მელბურნში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 თინეიჯერი დააკავა, რომლებიც მომავალ კვირაში ქალაქში თავდასხმების მოწყობას აპირებდნენ.

გამოძიების ცნობით, მოზარდებს დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდათ კავშირი და გეგმის თანახმად, მელბურნში სამართალდამცველებს სამხედრო ღონისძიების მსვლელობისას უნდა დასხმოდნენ თავს.

ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში 200–მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

დღის ამბები