გუშინ სოფელ ჩორჩანას თავზე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა. მოგვიანებით, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სასმსახურმაც დაადასტურა. მათი განცხადებით, მომხდარის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე აცნობეს.
რუსი ოკუპანტების მხრიდან საქართველოში მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი არაფრის მომცემია და ვითარება უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. უმრავლესობა კი ამბობს, რომ რუსული მხარის პროვოკაციებს საქართველო არ უნდა წამოეგოს.