09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
ლუკაშენკო 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში არ ჩავა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში არ გაემგზავრება.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, რომლის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო 9 მაისის აღლუმს მინსკში დაესწრება.

პრეზიდენტის განმარტებით, აღლუმი ბელორუსში მხოლოდ პრეზიდენტმა უნდა ჩაიბაროს, ამიტომაც ის მოსკოვში ვერ გაემგზავრება. 

რუსული მედია იტყობინება, რომ ლუკაშენკო რუსეთს 7-8 მაისს ეწვევა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

9 მაისის ღონისძიებებზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი უკვე განაცხადეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გერმანიის კანცლერმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტმა. ასევე, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის და სლოვაკეთის პირველმა პირებმა.

ისინი ღონისძიებაზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტის ესკალაციას ასახელებენ. 

დღის ამბები