სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელით მსოფლიოს ლიდერებს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სხვა მთავარ თემებთან ერთად საქართველოში მედიის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პლურალისტული და ძლიერი მას მედია დღევანდელი საქართველოს რეალობა გახდა. ზურაბიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში:
"პლურალისტული და ძლიერი მას მედია დღევანდელი საქართველოს რეალობა გახდა. "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" საქართველოს მე-60-ე ადგილს ანიჭებენ; შთამბეჭდავი პროგრესია ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო 104-ე ადგილს იკავებდა. სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამყარებს საკუთრების უფლებას, მათ შორის მედიის სექტორში, რასაც შემდეგ მეტი პლურალიზმი და ახალი არხების გახსნა მოჰყვა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.