27 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
გაზრდილი ბიუჯეტი - ოპოზიცია მთავრობას სალომე ზურაბიშვილის მიმართ მოჩვენებით კრიტიკაში ადანაშაულებს

მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეიდან კომიტეტებში იწყებს. ბიუჯეტის ხარჯები 223-ი მილიონით იზრდება, რაც 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. ცვლილება კონკრეტულ სამინისტროებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ეხება, სადაც ხარჯები 2 მილიონ 200 ათასით არის გაზრდილი.

ცვლილების მხარდაჭერას ოპოზიცია არ აპირებს და თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ცვლილებებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს უმრავლესობა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმის გასწორებას და მათსავე კომფორტს ხმარდება. 

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ყურადღებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაზრდილ ბიუჯეტზე ამახვილებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკა მოჩვენებითია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია სიახლეს მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის გაზრდისთვის წარმოდგენილი ყველა არგუმენტი და დასაბუთება ობიექტურია. 

დღის ამბები