ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე სამი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, თითქოსდა მოხდა 2 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 200 ათასი ლარის ღირებულების ყალბი ანგარიშფაქტურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.