27 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
"თარაშ მუკბანიანის მეუღლემ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე თანხმობა საკუთარი სურვილით, ნოტარიულად გასცა" - დევაძის ადვოკატი

რამაზ დევაძის შეწყალებისთვის თანხმობა ნოტარიულად, საკუთარი სურვილით, მოკლული თარაშ მუკბანიანის მეუღლემ დაადასტურა - ამის შესახებ  შეწყალებული მსჯავრდებულის ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და რეკომენდაციით ასევე მიმართეს სასულიერო პირებმა, მოჭიდავეებმა, ფეხბურთელებმა და სპორტის სხვა წარმომადგენლებმაც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეც იყო.

დღის ამბები