ფოთში დიდი რაოდენობით წვრილი მწერი გამოჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით მწერი ქალაქში შუა დღეს შენიშნეს. მოსახლეობის თქმით, მწერის ნაკბენი ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
მწერის სიმრავლის ფაქტს ხელისუფლებაშიც ადასტურებენ, თუმცა მისი გავრცელების მიზეზს ვერ ასახელებენ. აღნიშნულ ფაქტს, გარემოს დაცვის სამსახური შეისწავლის და შეწამვლის სამუშაოებსაც განახორციელებს.