17 სექტემბერი 2026,   16:14
ვრცლად
რუსეთთან დიალოგი პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ხელისუფლება ამას დაფარულად აკეთებს - დავით ბაქრაძე

რუსეთთან მოლაპარაკებები არა თუ აუცილებელი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე ეხმაურებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას.

გიორგი ბარამიძის თქმით, ეს შეხვედრა არ უნდა მოხდეს  ორმხრივ ფორმატში, რადგან საქართველო არის სუსტი,  ჩვენ საქმე გვაქვს ვერაგ მტერთან.

"რუსეთის ამოცანაა ჩვენ დაგვტოვოს მარტო, პირისპირ, სადაც ჩვენთვის შეძლებს ხელის გადაგრეხვას, "- განაცხადა ბარამიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერებს კი ამ ფორმით რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრაზე კითხვები უჩნდებათ.

"სწორ კონტექსტში დიალოგი რუსეთთან პრობლემა არ არის და მათ შორის ოკუპანტთანაც უნდა აწარმოო დიალოგი შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ამას აკეთებ დაფარულად,  როდესაც ამის შესახებ ვიგებთ რუსული მხრიდან, ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს,"- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები