საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს.
25 სექტემბერს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ერთი დებიუტანტია, ავსტრიული "ვოლფსბერგის" ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი.