27 დეკემბერი 2024,   08:45
ვრცლად
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - არის მსხვერპლი

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე. 7 კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 1 ტურისტი. დანარჩენი დაშავებულების შესახებ, ჯერ-ჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.  

დაღუპული ხევიდან ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს 22-ე კმ-ზე, სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - სატვირთო მანქანა გზიდან გადაიჩეხა და 7 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები