18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს - კანონპროექტი

2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი ფუნქცია ემატება. ინსპექტორი, რიგ შემთხვევებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს. კანონპროექტის განხილვა არასამთავრობოებთან ერთად მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანი, როგორც ავტორები ამბობენ, მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან დაახლოებაა.

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ კანონპროექტი კიდევ უფრო უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საერთაშორისო დონეზე არსებობს. მისი თქმით, არასამთავრობოებთან კონსულტაციები მათგან განსხვავებული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენას ემსახურება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორთა მიზანი ამ კანონის ევროკავშირის სტანდარტებთან სრული შესაბამისობაა.

დღის ამბები