ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებას გაერთიანებული ოპოზიცია ეხმაურება. "ძალა ერთობაშიას" წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლოებასთან მეტი კომინიკაცია უნდა ჰქონდეს, ხოლო თუ მერია რეალურად სხვისდება, ამის შესახებ მოსახლეობას დროლად უნდა ეცნობოს.
გაერთიანებამ დღეს მერიას განცხადებით მიმართა.
"ბოლო დროს ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე. სახელდება რამდენიმე ლოკაცია, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის განთავსება იგეგმება. საზოგადოებისათვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე არ არსებობს ოფიციალური ვერსია, რაც ვფიქრობთ, მინიმუმ მოსახლეობის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
ჩვენი, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების, მოთხოვნაა, მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა. რა ფასით და რა საინვესტიციო პირობით იქნება წარმოდეგენილი აუქციონზე ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაჩინო, ნაწილი? ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ყველა დეტალი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ლოკაციის ცვლილებასა და აღნიშნული შენობის მომავალს უკავშირდება"-განაცხადა გია თევდორაძემ.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიის შენობა სხვისდება და მას ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. მერია და გუბერნია კი მთავრობის სახლსა და კონტროლის პალატის შენობაში გადავა.
მერიაში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. მათი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან და საკითხის გარკვევის შემთხვევაში, მოსახლეობას აცნობებენ.