საქართველოს ნომერ პირველმა და მსოფლიოს მე-17 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირის პირველ წრეში არგენტინელი გუიდო პელა ორ სეტში 6:4, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილმა შეხვედრაში მეტოქის მოწოდებაზე 2 გეიმი მოიგო, საკუთარ მოწოდებაზე კი მხოლოდ ერთი დათმო. მეორე ტურში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ჯონ ისნერს შეხვდება. მსოფლიო კლასიფიკაციაში ისნერი ამჟამად მე-19 ჩოგანია, ჩოგბურთელები ერთმანეთს ამ დრომდე არ შეხვედრიან.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პეკინის ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და ტიტულის დასაცავად თამაშობს.