უკრაინაში, სპეცოპერაციისას მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის ოჯახი, "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა, ელდარ ჭიჭიაშვილი ამბობს, კრიმინალური ავტორიტეტი ოჯახთან არ კონტაქტობდა და სპეცოპერაციის შესახებ მედიისგან შეიტყო.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილს თავდაპირველად დანებება მოსთხოვეს, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლებს და სამართალდამცავების მისამართით ორი იარაღიდან ისროლა, საპასუხო სროლისას კი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაიცვალა.
შოთა ჭიჭიაშვილს საქართველოში ადამიანთა გატაცებებისა და შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი. ის 2013 წელს, "ქართული ოცნების" ხელუსუფლებაში მოსვლის შემდეგ, საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა.