ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ერიკ ჰოგი, ენგურის ხიდზე, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული შეზღუდვები საბოლოოდ მოიხსნა. 3 თვეზე მეტია გალში მცხოვრებ ადამიანებს ხელს უშლიდნენ გადაადგილებაში, უზღუდავდნენ უფლებებს და საარსებო წყაროს. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ადგილზე აფასებს გადაადგილების რეჟიმის ნორმალიზაციის პროცესს და აგროვებს მონაცემებს,"- წერს "ტვიტერზე" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.