09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
გაერო-ს სტატისტიკით, დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 50-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინელი სამხედროების პოზიციებს.

ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ პრორუსი მებრძოლების შეტევის შედეგად 4 სამხედრო დაიჭრა. ამ დროისთვის ბრძოლების ინტენსივობამ იკლო.

პარალელურად გაერო აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, დონბასში კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში  6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 15 ათასზე მეტი კი დაიჭრა. ამავე დროს, საკუთარი სახლების დატოვება მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს მოუწია, მათგან 150 ათასი ბავშვია.

დღის ამბები