09 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
აშშ-ში შტორმის და ტორნადოს შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

შეერთებული შტატების სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონებში უამინდობაა. შტორმის და ტორნადოს შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ალაბამას შტატში, სადაც ქარი განსაკუთრებით ძლიერი იყო, სავალი ნაწილიდან რამდენიმე სარკინიგზო ვაგონი გადავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რამდენიმე ადამიანმა მცირე დაზიანება მიიღო. ასევე განადგურდა სასოფლო სამეურნეო ნათესების ნაწილიც.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.

დღის ამბები