მკვლელობა და თვითმკვლელობა რამდენიმე წამის შუალედში საგარეჯოს ცენტრალურ ქუჩაზე, ხორცპროდუქტების მაღაზიასთან მოხდა.
მსხვერპლი, 69 წლის ელდარ ივანელაშვილი ამავე მაღაზიაში მუშაობდა. ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც სროლას შეესწრო "კურიერთან" ჰყვება, რომ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა.
მომხდარ ტრაგედიას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის ისინიც, ვინც ორივე გარდაცვლილს პირადად იცნობდნენ. მეზობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ, თუმცა ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ, მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მედიასთან საუბარი არ სურთ. ცხედრები შემთხვევიდან რამდენიმე საათში საგარეჯოდან გურჯაანში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
რეგიონული კორესპონდენტი: ნათია წითელაური