17 სექტემბერი 2026,   10:51
ვრცლად
რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული ქალაქის მშენებლობა იწყება

რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული ქალაქის მშენებლობა იწყება. პროექტი 1500-ს მაყურებელზე გათვლილ დარბაზს, აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, პადელისა და ტანვარჯიშის სივრცეებს მოიცავს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია პროექტზე უკვე მუშაობს. საკითხის განხილვას რუსთავის მერი, ადგილობრივი კანონმდებლები და ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარალელურად, ქალაქში "უეფას" მე-4 კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იგეგმება და მალე ბავშვთა რაგბის აკადემიაც გაიხსნება.

დღის ამბები