18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა შესაძლოა თბილისს გადმოსცეს

კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა შესაძლოა თბილისს გადმოსცეს. რუსულ გამოცემა "როსბალტს" ეს ინფორმაცია წყარომ ძალოვანი უწყებიდან მიაწოდა. ონიანი ორენბურგის ციხიდან მოსკოვში, იზოლატორში გადაიყვანეს. 8 ოქტომბერს მას პატიმრობის ვადა ეწურება. გენერალურ პროკურატურას მისი შემდგომი ბედი ამ დრომდე არ გადაუწყვეტია.

როსბალტი 3 ვარიანტზე წერს: ტარიელ ონიანს ან ახალი ბრალდებით დატოვებენ რუსეთში, ან მოახდენენ მის ექსტრადირებას ესპანეთში, სადაც ის დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. კიდევ ერთი ვერსიით, მოახდენენ მის საქართველოში დეპორტაციას არალეგალური მიგრანტის სტატუსით.

ტარიელ ონიანს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ შეუჩერა. ტარიელ ონიანი 2010 წელს მოსკოვის სასამართლომ ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაში ბრალდებულად ცნო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღის ამბები