27 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს" - პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს პრემიერიც აკრიტიკებს

გიორგი გახარიას განცხადებით, შეწყალების სისტემა ცვლილებებს საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულების შესახებ გავრცელებული ახალი სკანდალური ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალება, ისევე როგორც მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულის, რომელსაც ნახევარი არ აქვს მოხდილი:

"შეწყალების სისტემა, ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს. ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია. ისევე როგორც მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულის, რომელსაც ნახევარი არ აქვს მოხდილი. საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები