09 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
დაღესტანში, სავარაუდოდ, დოკუ უმაროვის შემცვლელი მოკლეს

დაღესტნის ბუინაკსკის რეგიონში სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, დოკუ უმაროვის შემცვლელი მოკლეს. სპეცრაზმელებმა ის სახლი შეამოწმეს, სადაც ეჭვმიტანილები აფარებდნენ თავს. მათ შენობაში 3 ცხედარი და დიდი რაოდენობით იარაღი აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ მოკლულთაგან ერთ-ერთი სწორედ დოკუ უმაროვის თანამებრძოლი, დაჯგუფება "კავკასიის საემიროს" ლიდერი ალიასხაბ კებეკოვია. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ "ალ ქაიდას" წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაშიცაა.

სპეცოპერაცია ბუინაკსკში ამ დრომდე მიმდინარეობს, რადგან სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ბუნკერს კიდევ რამდენიმე მებრძოლი აფარებს თავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები