18 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ქონების დაკანონების მოთხოვნით ეკომიგრანტებმა ბათუმში აქცია გამართეს

ქონების დაკანონების მოთხოვნით, ბათუმში ეკომიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 22 ოჯახი, რომელიც ბათუმში, ტბეთის 12 ნომერში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში 2013 წელს თვითნებურად შესახლდა, შენობის დაკანონებას ითხოვს.

მოსახლეობამ დაკანონების მოთხოვნით აჭარის მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. მათი თქმით, აჭარის მთავრობაში განუმარტეს, რომ შენობა უნდა დატოვონ და იმ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდნენ, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი შუახევიდან, ხულოდან და ქედიდან ეკომიგრანტები არიან, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ.

ტბეთის 12 ნომერში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი  ოჯახები ცხოვრობენ.
აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. მისი თქმით, თუ აჭარის მთავრობა მოქლაქეების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციები გაგრძელდება.

დღის ამბები