18 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. დაზარალებულებმა სამშენებლო კომპანიას თანხის ანაზღაურება და დაზღვეული ბინების მიღება მოითხოვეს.

დაზარალებულთა შორისაა ამერიკის შვიდი მოქალაქე, რომლებიც საქმეში შეერთებული შტატების ჩარევას გეგმავს. ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, პროკურატურა დამნაშავე პირებს მფარველობს. 

"ოლიმპიური ვარსკვლავის" მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და დღემდე დაუსრულებელია, საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს, ზაზა რაზიკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

დღის ამბები