ფოთში, ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეკრებილები ფალიაშვილის ქუჩაზე მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას და მიმდებარე ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის არსებობას აპროტესტებენ.
ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, ის ტვირთი, რომელიც მძიმეწონიან მანქანებს გადააქვთ, მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ალტერნატიული გზის გამოხატვას სთხოვენ.
მერიის წარმომადგენლებმა, დღეს, შეკრებილ მოსახლეობას ალტერნატიული გზის მშენებლობის პროექტი გააცნეს, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. მანამდე კი პირობა დადეს, რომ გადაადგილება მკაცრად გაკონტროლდება და უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება.