09 ოქტომბერი 2024,   08:33
ვრცლად
ნორვეგიის საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ახსნა-განმარტებას სთხოვს

ნორვეგიის საგარეო უწყებაში ახსნა განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ვიცეპრემიერ დიმიტრი როგოზინის შპიცბერგენზე ვიზიტია.

არქიპელაგი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს და მას ოსლო აკონტროლებს. რუსეთის მოქალაქეებს იქ ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირმა დიმიტრი როგოზინი რუსი მაღალჩინოსნების შავ სიაში შეიყვანა და მას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

დღის ამბები