09 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
მოსკოვში აქტივისტები დააკავეს

მოსკოვის ცენტრში გამართული ანტისამთავრობო აქცია დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა განყოფილებაში 10–მდე აქტივისტი გადაიყვანეს.

ოპოზიცია დედაქალაქში 30 ათას კაციან მსვლელობას გეგმავდა, თუმცა მერიისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა პროტესტის ალტერნატიულ ხერხს მიმართეს და ქუჩებში თითო კაციანი მიტინგები მოაწყვეს.

დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას, უკრაინის კრიზისში კრემლის ჩართულობასა და ბორის ნემცოვის მკვლელობას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები