ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სახელით თინა ბოკუჩავამ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში განცხადება შეიტანეს.
ფრაქციამ პარლამენტს ამ მოთხოვნით უკვე მეორედ მიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედოვნებს, რომ ამჯერად, უმრავლესობაშიც აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.