"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია დააკავეს. "კურიერის" კორესპონდენტის ცნობით, ბესო შენგელია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სამინისტროში შესვლა სცადა.
ბოლო ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელი ბლოკირებულია და არავის უშვებენ.
რამდენიმე დევნილმა ბესო შენგელიას დასაბრუნებლად პოლიციას დრო 8 საათამდე მისცა.
ამ დრომდე, შენგელია ჯანდაცვის სამინისტროსთან არ დაბრუნებულა. "კურიერის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე სიტუაცია დაძაბულია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროში შეკრებილი დევნილები მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ბოლო შანსს აძლევენ. დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.