09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ჩაძირული ნავები ლიბიაში-დაღუპულია ათობით ემიგრანტი

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ხმელთაშუაზღვიდან ტელეფონით შეატყობინეს, რომ ემიგრანტების კიდევ ერთი ნავი იძირება, რომლის ბორტზეც 300 კაცი იმყოფება. უკვე ცნობილია, რომ 20 მათგანი დაიღუპა.

შველას ითხოვს არალეგალების მეორე 250 კაციანი ჯგუფიც, რომლებიც ლიბიიდან იტალიის მიმართულებით ორი ნავით გადაადგილდებიან.

არალეგალების ხის ნავი რიფს შეეჯახა და მთლიანად დაიმტვრა. მაშველებმა წყლიდან 90 ადამიანი ამოიყვანეს, სამის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

ეს ორი შემთხვევა ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალს დაემთხვა, რომელიც საგანგებოდ გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო მოიწვიეს. თევსაჭერი გემი, რომლითაც 900-ზე მეტი ემიგრანტი ლიბიიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდა, შუაზღვაში ამობრუნდა და ჩაიძირა. ტრაგედიას მხოლოდ 28 ადამიანი გადაურჩა. დანარჩენი ასობით არალეგალი სავარაუდოდ დაიხრჩო.

ევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასცილებლად საერთო მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.

გაეროს მონაცემით, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ლიბიის ომის დროს ხმელთაშუაზღვაში დაწყებული სამაშველო ოპერაცია შეაჩერა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული ტრაგედიების რიცხვი გაიზარდა. მხოლოდ წელს, ევროპაში მოხვედრის მცდელობამ ათას 500-ზე მეტი არალეგალი შეიწირა.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, გიორგი ბოჟაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები