09 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
რუსეთს ევროსაბჭოში საქმიანობა კიდევ 3 თვით აეკრძალა

ევროსაბჭოში საპარლამენტო საქმიანობა კიდევ 3 თვით რუსული დელეგაციის გარეშე გაგრძელდება. ევროსაბჭოს დეპუტატებმა ყოველგვარი განხილვებისა და კენჭისყრის გარეშე ავტომატურ რეჟიმში გააგრძელეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, ვინაიდან რუსეთს არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე კი ევროპარლამენტარები ზაფხულის სესიაზე იმსჯელებს.

ევროსაბჭოში დღეს პუტინის მთავარი ოპოზიციონერი მიხაილ კასიანოვი იმყოფებოდა. მან მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეს მიძღვნა. 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი.

დღის ამბები