18 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი გურიაში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გურიაში ვიზიტს განაგრძობს. მან ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოციალური საწარმო "რადო" დაათვალიერა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულის მიერაა დაარსებული. ელჩის განცხადებით, გურია იმ ოთხი პრიორიტეტული რეგიონიდან ერთ-ერთია, რომელიც ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის, ერთობლივი პროექტებით ისარგებლებს.

"ჩვენ ევროკავშირი ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია მენტალობის შეცვლა იმიტომ, რომ ხალხის ცნობიერებაში ამ პრობაციონერებთან ისევე, როგორც ყოფილ პატიმართან დამოკიდებულება არის სპეციფიკური, არსებობს სტიგმა. მათ უნდა მიეცეს მეორე შანსი და ჰქონდეთ საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობა. ევროკავშირი დაეხმარა მათ სტარტაპით, ფულით, ტრენინგით, მაგრამ თვითონ ძალიან წარმატებულები არიან და ძალიან კარგად მართავენ თავიანთ საწარმოს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი მთლიანად საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,"- განაცხადა ელჩმა გურიაში სტუმრობისას.

კარლ ჰარცელი გეგმავს უკეთ გააცნოს ხალხს თუ რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში. ჰარცელი მთავრობის წრამომადგნლებსაც შეხვდა.  განიხილეს, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი ევროკავშირმა რეგიონებს და მის განვითარებას.

"მომავალი წლების განმავლობაში გურია იქნება საფოკუსე რეგიონი. ჩვენ აქ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს და გავაგრძელებთ მათთან მუშაობას სხვადასხვა სექტორში. მთლიანად რომ შევაფასო ეს ჩემი ვიზიტი, ძალიან კარგია და მშვენიერია,"- აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები