18 აპრილი 2024,   21:55
ვრცლად
მკაცრი ზამთარი და არასაკმარისი შეშა - ქვაბისხევის მოსახლეობა სოფლის გაზიფიცირებას ითხოვს

მკაცრი ზამთრის მოლოდინში, 78 წლის დორა ხოროშვილს შეშა უკვე მომარაგებული აქვს, თუმცა მარტოხელა მოხუცი ამბობს, რომ ერთი ოჯახისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ნორმა არასაკმარია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მოსახლეობის თქმით, არასაკმარისი მოცულობის გარდა, პრობლემას ტყის სიშორეც წარმოადგენს. 

ეროვნულ სატყეო სააგენტოში კი ამბობენ, რომ უწყებამ წელს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა მოაწესრიგა. 

ცივი ზამთრის მოლოდინშია სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაც, სადაც 27 მოსწავლე ირიცხება. სკოლაში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია.

როგორც ქვაბისხევის მაცხოვრებლები ამბობენ, მძიმე პირობების გამო სოფელი მოსახლეობისგან იცლება. ადგილობრივები გამოსავალს სოფლის გაზიფიცირებაში ხედავენ. ენერგოეეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. 

სოფელი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მდებაროებს და ზამთარი მაისამდე გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ბუნებრივი აირი მათ სახლებში მომავალ წელს მაინც შევა.

ავტორები: მაია იველაშვილი, რომან ქევხიშვილი

დღის ამბები