20 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
"მიზეზი და საფუძველი ყველაფერს აქვს" - ხაშურში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ხაშურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ირაკლი დეკანოიძის ადვოკატის რევაზ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გასარკვევია, თუ რა განზრახვა ამოძრავებდა მის დაცვის ქვეშ მყოფს.

ადვოკატის განმარტებით, დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

"ფაქტი, რომ მოხდა ამას ბრალდებული არ უარყოფს, მაგრამ ისე არაფერი ხდება, მიზეზი და საფუძველი ყველაფერს აქვს. სწორედ ეს დეტალებია გასარკვევი. თუ მიუვარდა მოკვლის განზრახვით და აღჭურვილობა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა თან ჰქონდა, მაშინ იქვე მოახდენდა გასროლასაც, როცა შიგნით იყო და საუბრობდნენ. შემდგომში როგორ და რატომ განვითარდა მოვლენები ამას გამოძიება სჭირდება," - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის პოზიცია მისაღები აღმოჩნდა ირაკლი დეკანოიძის ადვოკატებისთვისაც. შესაბამისად მათ ალტერნატიული სახით გირაო ან სხვა რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. გამოძიება ერთდროულად სამი მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები