26 დეკემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ მხარს ვუჭერთ, თუმცა აღიარებას პროცედურები სჭირდება" - მეუფე ანანია

წმიდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტი ანანიას განცხადებით, ქართული ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნას ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მხარს უჭერს, თუმცა მისი შეფასებით აღიარება სხვა რამეა, რომელსაც პროცედურები სჭირდება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი სინოდის სხდომაზე შესაძლოა განიხილონ.

"ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და შემდეგ მოვა ჩვენი რიგიც. არ ვაღიარებთ, ეს სხვა რამეა. უკრაინის ავტოკეფალიას, დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. ამის დრო დადგება. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი წელი, არამედ ათეულობით წელი და მთავარია უკრაინელმა ხალხმა ეს მოისურვოს," - აღნიშნა მეუფე ანანიამ.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 6 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის წინამძღვარს ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსი გადასცა. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებამ რუსეთის მძაფრი რეაქცია გამოიწვია, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია საქართველოს საპატრიარქოს.

 

დღის ამბები