09 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
გერმანია სომხეთის გენოციდის აღიარებას აპირებს

გერმანია სომხეთის გენოციდის აღიარებას აპირებს.

ამის შესახებ ბუნდესტაგში, ქრისტიან დემოკრატები და სოციალ დემოკრატები რეზოლუციის პროექტში უკვე შეთანხმდნენ. მმართველი კოალიციის წევრებში კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი.

დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ოსმალეთის იმპერიის მიერ 1 საუკუნის წინ სომეხი ხალხის მასობრივი ხოცვა "გენოციდად" არის მოხსენიებული.

ანგელა მერკელის პრეს-მდივნის განცხადებით, ამ ფორმულირებას გემრანიის მთავრობაც უჭერს მხარს.

24 აპრილს კი სტამბოლში პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი ბრძოლის ასი წლისთავის აღნიშვნას აპირებენ. ქვეყნის პრემიერის აჰმედ დავითოღლუს თქმით, თურქეთი იზიარებს იმ სომხების მწუხარებას, რომლებმაც 1 საუკუნის წინ, ბრძოლაში წინაპრები დაკარგეს.

დღის ამბები