09 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
"თუ არ ვიმოქმედეთ, ეს კრიზისი სახიფათო მასშტაბებს მიიღებს,”- ფედერიკა მოგერინი დაღუპულ ემიგრანტებზე

ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით 10 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ ლუქსემბურგში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ გამოწვევას ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხოს.

„მნიშვნელოვანი ელემენტია თანაბარი პასუხისმგებლობა ევროკავშრის ქვეყნებს შორის, რათა ლტოლვილების გადანაწილება მოხდეს. ამ შემთხვევაში კი საჭიროა გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობაც. თუ არ ვიმოქმედეთ, ეს კრიზისი სახიფათო მასშტაბებს მიიღებს,” - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

მიგრაციის დროს დაღუპულებს კი პარიზის ცენტრში მიაგეს პატივი. ათასობით ადამიანი შეიკრიბა ვენაშიც.

ბოლო ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ამჯერად საბერძნეთის სანაპიროებთან მოხდა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები