09 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ოსკარ გრენინგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივი მკვლელობების ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება

გერმანიაში ნაცისტის წინააღმდეგ ხმაურიანი პროცესი იწყება. 

სასამართლოს წინაშე 93 წლის ოსკარ გრენინგი წარსდგება, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება.

საქმის მასალების თანახმად გრენინგს, მეტსახელად " ბუღალტერს" საკონცეტრაციო ბანაკის 300 ათასი ტყვის მკვლელობასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

ლიუნებურგის პროკურატურის მტკიცებით, მისი ძირითადი საქმიანობა იმ ქონების აღრიცხვა იყო, რომელსაც ნაცისტები ტყვეებს ართმევდნენ, თუმცა ბრადებულს მათი მკვლელობის შეჩერება არც კი უცდია.

ოსკარ გრენინგმა დაკითხვაზე აღიარა, რომ თვალს ადევნებმა ტყვეების მასობრვივ მკვლელობას, მაგრამ დანაშაულთან კავშირს ის დღემდე უარყოფს.

დღის ამბები