22 დეკემბერი 2024,   10:55
ვრცლად
პრეტენზია ბათუმზე - თურქეთის თავდაცვის მინისტრის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას ელჩი გამოეხმაურა

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთს ბათუმზე პრეტენზია აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა. ფატმა სერენ იაზგანის თქმით, სოციალურ ქსელში თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, რომლებზეც ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. მათ შორის, საუბარია საქართველოზეც. თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

სოციალურ ქსელში თურქი მინისტრის სახელით გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

დღის ამბები