გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე 4 ქალისა და 9 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მაგდებურგის პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და ოფიცრები მოწმეებს სთხოვენ ინციდენტის ამსახველი ფოტოების ან ვიდეოს მიწოდებას სთხოვენ. ეჭვმიტანილი ადგილობრივ მედიაში დასახელებულია, როგორც თალებ ალ-აბდულმოჰსენი, საუდის არაბეთის 50 წლის მოქალაქე, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და ექიმად მუშაობდა.
დღეს დილით, მაგდებურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტრაგედიისას 9 წლის ბავშვთან ერთად, დაღუპული არიან 45, 52, 67 და 75 წლის ქალები.
წყარო: BBC