11 ოქტომბერი 2024,   21:39
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთადერთი სპეცრაზმელის პროცესი დასრულდა

საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთადერთი სპეცრაზმელის პროცესი დასრულდა. 

მას 20 ივნისის აქციის დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ბრალდების მხარემ მოწმედ ის სამედიცინო ექსპერტი წარმოადგინა, რომლის ექსპერტიზის დასკვნა 20 ივნისის აქციის დროს დაზარალებული აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანებებს ასახავს. 

ლევან იმერლიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. სპეცრაზმელის ადვოკატი აცხადებს, რომ  ლევან იმერლიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს  დამნაშავედ სრულად ცნობს.

"გირაო სასამართლომ გამოიყენა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სასამართლომ სწორედ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს სხდომას და ლევან იმერლიშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და შესაბამისად, სასამართლო განხილვის პირობებში მიგვაჩნია, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინაიდან ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს,"- განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე ლევან იმერლიშვილი ერთადერთი ბრალდებული სპეცრაზმელია. მას სასამართლომ 2 ოქტომბერს, ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღის ამბები