21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
უცნობია რა მოტივით გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული სპეცრაზმელები

უცნობია რა მოტივით გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებული სპეცრაზმელები - სახალხო დამცველის ოფისს ამ კონკრეტულ საქმეზე წვდომა არ აქვს, შესაბამისად უცნობია დეტალები. სახალხო დამცველმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ არ ფართოვდება აქციის დარბევის დროს დაზარალებულთა სია. 

როგორც ნინო ლომჯარია მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, პროკურატურა ვიდეომასალების გაშიფვრის პროცესშია.

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სპეცრაზმელების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, რადგან მასალებზე წვდომა არ გვაქვს. თუმცა დაზარალებულად ცნობის საკითხებს რაც შეეხება, ჩვენი ინფორმაციით პროკურატურა შიფრავს ვიდეომასალას, რომ ნახოს კონკრეტულმა პირმა, ვინც დაზიანება მიიღო რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება," - აღნიშნა სახალხო დამცველმა 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით.

დღის ამბები