20 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
"ძალიან საზიანოა, საქართველოს ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე" - ბოკერია ატოცში მიმდინარე მოვლენებზე

სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ოპოზიცია ეხმაურება. პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, დეპუტატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიას ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ბოკერია განმარტავს, რომ ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე დუმს.

"და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი თუ რატომ არის საჭირო საერთაშორიო ზეწოლა რუსეთზე. ძალიან სამწუხარო და ძალიან საზიანოა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზზე,"- ამბობს გიგა ბოკერია.

დღის ამბები