პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატების წინაშე ლევან მიქაბერიძე წარსდგება, რომელიც რამდნეიმე თვის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
სულ დარჩენილია 10-ი კანდიდატის მოსმენა - მათ შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე.