27 დეკემბერი 2024,   13:48
ვრცლად
პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა

პოლიციამ მედიის წარმომადგენლებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა. ადგილზე არსებული მდგოამრეობის სანახავად ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზის მიმართულებით ამ წუთებში მიემართებიან. ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა "ბორდერიზაციის" პროცესი ორი დღის წინ განაახლეს და უკვე არსებულ რკინის ძელებზე მისამაგრებლად ლითონის ბადეები მიიტანეს. ბოძები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზე დაამონტაჟეს. მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს წევრები. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

 

დღის ამბები